იაფი ავიაბილეთების კალენდარი

ავიაბილეთები იაფად

მოგზაურობის დაგეგმვისას სხვა დეტალებთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელობა Aviabiletebi სწორად შეძენას ენიჭება.

ეს გულისხმობს ხელსაყრელი დროის შერჩევასა და შეძენის სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის ცოდნას, რაც ავია ბილეთების საუკეთესო ფასად მიღების საშუალებას იძლევა.

როგორც წესი, მოზაურობამდე რამდენიმე თვით ადრე შეძენილი ბილეთის ღირებულება მნიშვნელოვნად მცირდება. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს სპეციალისტების რჩევაა მინიმუმ სამი თვით ადრე დავჯავშნოთ ან შევიძინოთ ავიაბილეთი.

ავიაბილეთების დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია როგორც ავიასააგენტოებში, ასევე დამოუკიდებლად, ავია ბილეთების რომელიმე საძიებო საიტზე, სადაც საჭიროა ფრენის დროისა და თარიღის მითითება. სასურველი რეისის შერჩევის შემდეგ ივსება პირადი ინფორმაცია, ბოლო ეტაპი კი თანხის გადახდაა. მიუხედავად პროცესის სიმარტივისა, ავიასააგენტოებთან თანამშრომლობა უმჯობესია კვალფიციური კადრების გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლებიც ყველა შესაძლო პრობლემას ითვალისწინებენ.

ხაზგასასმელია ის, რომ ზოგიერთი იაფი ავიაბილეთის საფასურში არ შედის კვება. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ყველა დეტალს და გაეცანით პირობებს მის შეძენამდე.

სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც თითქმის ყველა ონალიან დაჯავშნის საიტს აქვს სერვისად, ბილეთის შეძენის მომენტში შესაძლებელია ავტომატურად იყოს მონიშნული, შედეგად კი საბანკო ანგარიშიდან ბილეთის საფასურზე მეტი ჩამოიჭრება. შესაბამისად, თუ სამოგზაურო დაზღვევა არ გსურთ, მონიშვნა უნდა გააუქმოთ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ იაფი ბილეთები ავიაბილეთების სხვადასხვა საძიებო საიტზე პერიოდულად ჩნდება.

სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია მსგავს საიტებზე ხშირი ვიზიტი, დღეში რამდენჯერმეც კი, რომ სასურველი ბილეთი არ გამოგრჩეთ.

აღსანიშნავია, რომ თავად ავიაკომპანიებს ხშირად აქციები აქვთ, რომელიც ავია ბილეთების ფასის შემცირებას გულისხმობს. ეს არ ეხება უქმე და სადღესასწაულო დღეებში განსახორციელებელ ფრენებს, რა დროსაც, ბუნებრივია, ბილეთების ფასი იზრდება. კვირა დღე კი ფრენისთვის ფაქტობრივად ყველაზე ძვირი დღეა.

ავია ბილეთების სხვადასხვა საიტს იაფი ავიაბილეთების კალენდარიც აქვთ. ეს მოიცავს კონკრეტულ რეისებზე ყველაზე ხელსაყრელ შეთავაზებებს სეზონისა და თვის მიხედვით.

უდავოა, რომ ყველაფრის გათვალისწინებით დაბალბიუჯეტიანი ფრენებით დაინტერესება ღირს მხოლოდ მაშინ, თუ მკაცრად განსაზღვრული თარიღები არ არსებობს და მოგზაურობა დაბალფასიანი ბილეთების შეძენას შეიძლება დაემთხვეს.