ავიაბილეთების კალენდარი — როგორ ვიყიდოთ იაფად?
მოგზაურობის დაგეგმვისას სხვა დეტალებთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელობა ავიაბილეთების სწორად შეძენას ენიჭება. ეს გულისხმობს ხელსაყრელი დროის შერჩევასა და შეძენის სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის ცოდნას, რაც ავია ბილეთების საუკეთესო ფასად მიღების საშუალებას იძლევა.
როგორც წესი, მოზაურობამდე რამდენიმე თვით ადრე შეძენილი ბილეთის ღირებულება მნიშვნელოვნად მცირდება. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს სპეციალისტების რჩევაა მინიმუმ სამი თვით ადრე დავჯავშნოთ ან შევიძინოთ ავიაბილეთი.